“სააკაშვილი სავსეა ბოღმით, რადგან ჯერ ნიკა მელიამ, ახლა ლევან ხაბეიშვილმა ციხიდან ვერ გამოიხსნეს” – ბექა ოდიშარია
“მიხეილ სააკაშვილი პარტიის ბორდის წევრი იქნება თუ თავმჯდომარე, ეს არაფერს ნიშნავს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი სავსეა ბოღმით, რადგან ჯერ ნიკა მელიამ, ახლა ლევან ხაბეიშვილმა ციხიდან ვერ გამოიხსნეს. ვერ ხვდება, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში კანონი და სამართალი არსებობს. ის სასჯელს სწორედ ამ ორი საფუძვლით იხდის. სააკაშვილისთვის ყველაფერი სულერთია, ოღონდ იყოს ისევ ისეთი ტირანი, როგორც აქამდე იყო და ქვა-ქვაზე ნუ დარჩება ამ ქვეყანაზე“, – განაცხადა ოდიშარიამ.