ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა – გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა (ვიდეო)
ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა ლავამ ცხელი წყლის ძირითადი მილები დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხელისუფლებამ რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ათასობით ადამიანს ცხელი წყლისა და ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა, რადგან მილების შეკეთებას შესაძლოა დღეები დასჭირდეს.
ამასთან, არსებობს ვარაუდი, რომ ლავის ნაკადმა შესაძლოა სვარცენგის ელექტროსადგურთან ახლოს სხვა მნიშვნელოვანი მილსადენებიც დააზიანოს.
დეკემბრის შემდეგ ნახევარკუნძულზე ეს უკვე ვულკანის მესამე ამოფრქვევაა.