საფრანგეთის ელჩი: ვუსურვებთ ირაკლი კობახიძესა და ქართველ ხალხს, რომ მან წარმატებით განახორციელოს გეგმა, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებას ითვალისწინებს

ვუსურვებთ ირაკლი კობახიძეს, წარმატებით განახორციელოს თავისი გეგმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, შერაზ გასრიმ პარლამენტში პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა.

„ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვიცით ახალი პრემიერმინისტრის გეგმა. ვუსურვებთ მას და ქართველ ხალხს, რომ მან წარმატებით განახორციელოს თავისი გეგმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებას ითვალისწინებს“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები