“დაბი-ჯგუფის” თავმჯდომარემ საქართველოს დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და მოსახლეობის განვითარების მინისტრმა და “დაბი-ჯგუფის” თავმჯდომარემ, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანმა საქართველოს დელეგაციას სასახლეში ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ვახშმის დაწყებამდე, არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და მოსახლეობის განვითარების მინისტრმა და “დაბი-ჯგუფის” თავმჯდომარემ, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.