ბულგარეთის ელჩი: ძალიან ამბიციური პროგრამაა, მჯერა – მაქსიმალურს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ გადადგას წინ ნაბიჯი, რათა გახდეს თანამედროვე, აყვავებული ქვეყანა

ბულგარეთის ელჩი საქართველოში, ვესელინ ვალკანოვი პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის გამოსვლას გამოეხმაურა.

„ძალიან ამბიციური და ყოვლისმომცველი პროგრამაა. იმედი მაქვს და მჯერა – მაქსიმალურს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ გადადგას ნაბიჯი წინ, რათა გახდეს თანამედროვე, აყვავებული ქვეყანა, სადაც არ არის სიღარიბე ან შემცირებულია სიღარიბე, რადგან ყოველივე ეს დაკავშირებულია ევროკავშირში გაწევრიანებასთან. როგორც კი ამ პროგრამას შეასრულებთ, ის ნაბიჯებიც თავისთავად შესრულდება. სპეციალური სამოქმედო გეგმაა შემუშავებული და იმედი მაქვს, რომ მისი შესრულების შემდეგ ყველა დიდ წარმატებას ვიზეიმებთ“, – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები