“ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისკენ“ – საერთაშორისო სასწავლო-სამეცნიერო სკოლამ თურქეთში ტური მოაწყო

“ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისკენ“ – ამ სახელწოდებით თურქეთში საერთაშორისო სასწავლო-სამეცნიერო სკოლამ გამოყენებით მათემატიკაში მე-6 ტური ჩაატარა. პროექტი 7-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გრძელდებოდა და 8-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ: 30 თურქეთიდან, 30 – საქართველოდან. მოწვეულები იყვნენ გამოჩენილი ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი მეცნიერები. სწავლების მეთოდი 6 ნაწილისგან შედგებოდა: 1.გაეცანი; 2. მოუსმინე; 3. შეისვენე; 4. ცოდნა გაუზიარე; 5. ითამაშე; 6. გამოიყენე.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს არტვინის, სოფელი ჰამამლის მონასტერი „დოლისენი“. ჩორნეჰის უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა ქართველ და თურქ პროფესორ-მასწავლებლებს შორის, სადაც ერთმანეთს ტრადიციული საჩუქრები გადასცეს. ასევე საშუალება მიეცათ 7 სექტემბერს ორდუს უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალს დასწრებოდნენ, სადაც ორდუს გუბერნატორი და ყორღანის განათლების განყოფილების თავმჯდომარე იმყოფებოდნენ. გახსნის კონცერტში ქართველმა ახალგაზრდა ხელოვანებმა: მარიამ აბშილავამ, ლევან უგულავამ, რასიმ პირმამედოვმა და რამინ პირმამედოვმა მიიღეს მონაწილეობა. მონაწილე თურქ და ქართველ პროფესორ-მასწავლებლებს და მოსწავლეებს საჩუქრები გადაეცათ. კონცერტის შემდგომ სტუმრები გუბერნატორმა ორდუს უნივერსიტეტის რესტორანში მიიწვია, სადაც თურქული კერძებით გაუმასპინძლდნენ. მონაწილეებმა იმგზავრეს ქალაქ ორდუს საბაგიროთი, დაესწრნენ რეწვის გამოფენას და ნაქარგი ნახატები, შარფები, ჯამ-ჭურჭელი და პირველი მსოფლიო ომისდროინდელი იარაღები დაათვალიერეს, ასევე იმყოფებოდნენ თურქულ ქორწილში და გაეცნენ მათ ტრადიციებს. ისინი დაბინავდნენ ქალაქ ორდუს ზემოთ, რაიონულ ცენტრ ყორღანის პანსიონატში. ამ საკითხთან დაკავშირებით პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროფესორმა ირაკლი ქარდავამ “კვირასთან” ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, ეს პროექტი ნელ-ნელა უფრო განვითარდება და დიდი სურვილი არსებობს, რომ მომავალში შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნებიც ჩაერთონ.10708222_810512545646225_1330805421_n
“ეს პროექტი ემსახურებოდა, თურქეთს და საქართველოს შორის ერთობლივად ჩამოყალიბებულიყო, ძირითადად, მათემატიკური სკოლა, სადაც გამოცდილი და სახელოვანი მეცნიერებისგან თურქი და ქართველი მოსწავლეები ერთობლივად მოუსმენდნენ ლექციებს. ამავდროულად, სკოლის ერთობლივი ჩამოყალიბების გარდა, ეს ნაბიჯი მოსწავლეებს წინასწარ უხსნის გზას ღრმა მეცნიერებისკენ, მათ ამ ურთიერთობით უნდა შეიძინონ გარკვეული უნარ-ჩვევები, წინასწარ უნდა იყვნენ მომზადებული კონკრეტული საგნების მიმართ, რომ იცოდნენ, რა მიმართულებით გააგრძელონ სწავლა და უფრო მეტი გამოცდილება დააგროვონ.
“პროექტში მონაწილეობდნენ ქართველი და თურქი მეცნიერები, ასევე ერთ-ერთი კანადელი თურქი, რომელიც, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მეცნიერია თავის სფეროში. მონაწილეობდნენ ასევე ასისტენტები, რომლებიც დისერტაციას იცავენ, მაგრამ მეცნიერებაში უკვე გარკვეული სერიოზული ნაბიჯები გადადგეს.”
“ამ პროექტს მე-4 სკოლიდან შევუერთდი და ეს მე-6 იყო, თუმცა თურქეთში ჩავედით და მათ გვიმასპინძლეს. შარშან თურქი მოსწავლეები საქართველოში მცირე რაოდენობით იყვნენ. დიდი სურვილი არსებობს, რომ მომავალში შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნებიც ჩაერთონ”, – განუცხადა პორტალ “კვირას” ირაკლი ქარდავამ.
მისივე თქმით, ამჯერად დაფინანსება მხოლოდ თურქეთის მხრიდან მოხდა და ყველაზე დიდი წვლილი პროექტის ჩატარებაში თურქ დოქტორანტ იუსუფ გიულვერის მიუძღვის. “პროექტის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი თურქი დოქტორანტი იუსუფ გიულვერი იყო. მისი ინიციატივით და ძალისხმევით მოხდა ჯერ საქართველოში ამ საკითხის ჩამოყალიბება და რამდენიმე ლექციის ჩატარება, შემდეგ უკვე თურქეთთან დაკავშირება. თურქეთის, კერძოდ, ქალაქ ორდუს და მისი რაიონის ყორღანის ხელმძღვანელობამ ფინანსური მხარდაჭერა გაუწია. ამჯერად მხოლოდ თურქებმა დააფინანსეს”.
“პროექტის მიზანი, პირველ რიგში, იყო, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის მეცნიერული სახით ერთობლივი ლექციების ჩატარება და მეზობლური კეთილგანწყობის ჩამოყალიბება, მთავარი მეცნიერებს და მოსწავლეებს შორის ურთიერთობების გაბმაა, რათა ქართველმა და თურქმა ახალგაზრდებმა და მომავალში ვინც შეუერთდება სასკოლო ასაკიდანვე, მარტივად, შეძლონ ურთიერთობა მეცნიერებთან და, ზოგადად, მეცნიერებასთან. ამით წამოვა ბევრად უფრო გამოცდილი და განათლებული თაობა”. “ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან და უკვე ფეისბუქზე სტატუსებს წერენ – თურქეთში ყოფნა გვენატრება და ნეტავ, მომდევნო სკოლა ისევ იქ იყოსო – მაგრამ რაც შეეხება ჩემი მხრიდან კმაყოფილებას, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველი გასვლითი სკოლა იყო, შეიძლება, მომავალში კიდევ უფრო მეტს ველოდეთ, რადგან ეს მაქსიმუმი არ იყო, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის და დინამიკურად განვითარდება.” “ამ ტურის შემდეგ ბავშვები ძალიან გააქტიურდნენ, მათთვის სწავლის პროცესი აღარ არის უბრალოდ ვალის მოხდა, სწავლა არის მათი მოთხოვნა, სურვილი და უნდათ, რომ რაც შეიძლება მეტი იცოდნენ და რაც შეიძლება მალე მივიდნენ იმ დონეზე, საიდანაც უკვე თვითონ დამოუკიდებლად შეძლებენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. თუმცა ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით და ყოველთვის გვექნება თანამშრომლობა ჯერ როგორც მასწავლებელს და მოსწავლეს შორის და მომავალში – უკვე კოლეგებს შორის”, – განაცხადა ირაკლი ქარდავამ.10706544_810512542312892_533656164_n
პროექტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს იალაღების მთების დასუფთავებაში და ბავშვებმა ისაუბრეს. ამ მოხსენებებიდან ყველაზე გამორჩეული იყო პროფესორ ირაკლი ქარდავას მოსწავლეების – ოთხი თურქის და ერთი ქართველი ლუკა თათარიშვილის შექმნილი „ბრაუზერი,“ რომლის ჩართვის დროსაც ეკრანზე გვერდი-გვერდ ქართული და თურქული დროშა ეხატება, ხოლო შუაში ყორღანის უნივერსიტეტის ლოგო. ეს „ბრაუზერი“ ორენოვანია – თურქულ-ქართული და სხვა „ბრაუზერებისგან“ განსხვავებით, იგი მეტად სწრაფია. ეს ნამუშევარი საჩუქრის სახით ყორღანის უნივერსიტეტს გადაეცა. ბოლო დღეს დასკვნითი, ანუ გამოსამშვიდობებელი კონცერტი მოეწყო, სადაც ერთმანეთს გულთბილი მადლობა გადაუხადეს თურქეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა და გულთბილად დაემშვიდობნენ ერთმანეთს. პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: ქალაქ ორდუს გუბერნატორი, ყორღანის მუნიციპალიტეტი, ორდუს უნივერსიტეტი და ნიჭიერ ბავშვთა საერთაშორისო-სამეცნიერო პროგრამები. ორგანიზება გაუწიეს: ჟანა ბოლქვაძემ, ჟუჟუნა ცქიფურიშვილმა, იუსუფ ფუატ გიულვერმა, იუსუფ ბელდაღლიმ, ადემ დუნურმა, ოიქუნ გურქანიმ, სედა ერქოსეოღლუმ. პროექტში მონაწილეობდნენ პროფესორები: თამაზ ვაშაყმაძე, ანზორ გველესიანი, თემურ ჯანგველაძე, ქეთევან ლორთქიფანიძე, ვირა ბარამიძე, მალხაზ მაცაბერიძე, სოფიკო ძნელაძე, ბურჰან თურკშენი, ჯემილ იაფარი, საბრი იენერი, მ. ალი გულერი, ჩაღლარ ჩეთინკაია, თაილან ზაფერ ბალი, და ჰათირა აჰმედლი ჯაფერი; ასევე, ასისტენტ-მასწავლებლები – ჟანა ბოლქვაძე, ლიანა მამულაშვილი, ინგა გამსახურდიშვილი, ანა აბშილავა, მიხეილ გაგოშიძე, იუსუფ ფ. გიულვერი, ირაკლი ქარდავა, სედა ერკოსეოღლუ, გამზე ინჯი ჩეთინკაია და ჰესნა უჩარი.

10685864_810513508979462_1074439572_o

10711949_810513492312797_666541616_o

10712045_810513495646130_1785266589_o

10678128_810517262312420_567629317_o

10712043_810517258979087_2090850286_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები