აზერბაიჯანში 7 თებერვალს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 92,5% მიიღო.
ამის შესახებ ცოტა ხსნი წინ ქვეყნის ცესკომ ბიულეტენების 93,35% დამუშავების შედეგად გამოაცხადა.
რესპუბლიკის ცესკოს თავმჯდომარის, მაზახირ პანახოვის ინფორმაციით, სამმა კანდიდატმა ხმების 1%-მდე მიიღო; ჰასანგულიევი გუდრათ მუზაფარ ოღლუმ 1,76%; მუსტაფა ფაზილ გაზანფარ ოღლუმ – 2%; ორუჯ ზაჰიდ მაჰარამ ოღლუმ 2,19%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.
ამის პარალელურად, ილჰამ ალიევი მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვებს უკვე იღებს.
ერთ-ერთმა პირველებმა მას უზბეკეთის და ბელარუსის ლიდერებმა მიულოცეს, ასევე, ჩინეთის პრეზიდენტმა, უნგრეთის პრემიერმა; თურქეთის პრეზიდენტმა; ირანის პრეზიდენტმა.