ნეთანიაჰუ: „ჰამასის“ მოთხოვნების მიღება და დამორჩილება ისრაელის კატასტროფას გამოიწვევს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი „ჰამასზე“ სრულ გამარჯვებას მოიპოვებს.

„ჩვენ სრული გამარჯვების გზაზე ვართ“, – ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ისრაელი ომს „თვეებში“ მოიგებს და არა წლების ან ათწლეულების განმავლობაში.

„მე თავიდანვე მიზნად დავსახე აბსოლუტური გამარჯვება. ჩვენ ამაზე ნაკლებს არ დავთანხმდებით“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელის პრიორიტეტია „ჰამასის“ განადგურება, მძევლების დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის.

„სრული გამარჯვების გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობს. „ჰამასის“ მოთხოვნების მიღება და დამორჩილება, რაც ჩვენ ახლახან მოვისმინეთ, არა მხოლოდ არ მოიტანს მძევლების თავისუფლებას, არამედ მხოლოდ დამატებით ხოცვა-ჟლეტას გამოიწვევს; ეს გამოიწვევს ისრაელის კატასტროფას, რომელიც ისრაელის არცერთ მოქალაქეს არ სურს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები