აშშ-ს ორგანიზაცია Oracle Advisory Group-მა აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების „ეგზიტპოლის“ შედეგები გამოაქვეყნა.
როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, ორგანიზაციის მთავარმა პარტნიორმა ჯორჯ ბირნბაუმმა განაცხადა, რომ ამომრჩეველთა 93,9 პროცენტმა ხმა ილჰამ ალიევს მისცა.
„ეგზიტპოლის“ შედეგების მიხედვით, კანდიდატების მიერ მიღებული ხმების თანმიმდევრობა ასეთია:
- ილჰამ ალიევი – 93,9%;
- ზაჰიდ ორუჯი – 1,8%;
- ფაზილ მუსტაფა – 1,5%;
- გუდრათ ჰასანგულიევი – 1,2%;
- რაზი ნურულაევი – 0,9%;
- ელშად მუსაევი – 0,4%;
- ფუად ალიევი – 0,3%.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ორგანიზაცია „ORACLE ADVISORY GROUP“-მა „ეგზიტპოლი“ ადგილობრივ პარტნიორ „მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვის ლიგასთან“ ერთად ჩაატარა.