ბლინკენი ისრაელში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
ნეთანიაჰუს ოფისის ინფორმაციით, შეხვედრა „გრძელი და სიღრმისეული“ იყო.
ბლინკენი ახლა ნეთანიაჰუს თანაშემწეებს და ომის კაბინეტის წევრებს, მათ შორის, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ცაჰი ჰანეგბის, „მოსადის“ ხელმძღვანელ დევიდ ბარნეას და სხვა მაღალჩინოსნებს ხვდება.
შეხვედრაში ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, ჰერცი ჰალევიც მონაწილეობს.
ენტონი ბლინკენი მოგვიანებით ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს შეხვდება.