გარდაიცვალა პროექტ ,,Tbilisi, I Love You“ -ს შემქმნელი დათო აგიაშვილი

12 თებერვალს, გარდაიცვალა დათო აგიაშვილი, რომელმაც ორი წლის პროექტი ,,bilisi, I Love You„ შექმნა და განახორციელა . მას ყველაზე მეტად ამ ფილმის წარმატების ნახვა უნდოდა და ძალიან, ძალიან სამწუხაროა, რომ დღევანდელი პრემიერის შთაბეჭდილებებს ის ჩვენთან ერთად ვერ გაიზიარებს. ფილმის დღევანდელი პრემიერა მას ეძღვნება… მის ოჯახში კინო რელიგია იყო … ჩვენ გვჯერა, რომ ნიკა და გიორგი კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით განაგრძობენ მამის მიერ დაწყებულ საქმეს“, – წერია „ფეისბუქის“ „Tbilisi, I Love You“ -ს ოფიციალურ გვერდზე.
დავით აგიაშვილი 1949 წლის 28 ივლისს, თბილისში, მწერალ ნიკოლოზ აგიაშვილის ოჯახში დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით.1974–1977 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმში“ რედაქტორად, მერე კი რედაქტორად. ასევე მულტიპლიკაციური გაერთიანების მთავარ რედაქტორად. 1977–1995 წლებში იყო კომპანია „ქართული ტელეფილმის“ რედაქტორი, 1979 წლიდან კი – სასცენარო სახელოსნოს ხელმძღვანელობდა. 1980–1985 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორად ფაკუტეტზე სპეციალობით „კინოდრამატურგია“ და საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში სპეციალობით „კინოდრამატურგიის საფუძვლები“ ლექციებს კითხულობდა. ცხოვრობდა კალიფორნიაში, ოჯახთან ერთად. დათო აგიაშვილი სცენარის ავტორია ფილმების: „ექსპერიმენტი“ (დოკუმენტური), 1979, საქართველოს სახელმწიფო პრემია; „ფანჯარა“ (დოკუმენტური), 1980 წ.; „საქართველოსთვის, ბიჭებო, სწორდით“, (დოკუმენტური), 1981, სცენარისტი და რეჟისორია ფილმების: „ათოვდა ზამთრის ბაღებს“ (მხატვრული), 1984 წ.; „მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ“ (მხატვრული), 1986 წ; „ალი ბაბა და ორმოცი ყაჩაღი“ (მხატვრული), 1990 წ.; „ელზა“ (მხატვრული), 1991 წ.; პროდიუსერი: „იმპერიის რღვევა“ (დოკუმენტური), 1994 წ.; „მწვანე ამბავი“ (თჰე გრეენ სტორყ) (მხატვრული), 2012; „თბილისი, ჩემი ქალაქი“ (მხატვრული), 2013; „სასტიკი სულელები“ (შავაგე მუტტს) (მხატვრული), 2013.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები