ნეთანიაჰუ არგენტინის პრეზიდენტს შეხვდა

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ არგენტინის პრეზიდენტს, ხავიერ მილეის შეხვდა.

„მოხარულები ვართ თქვენი გადაწყვეტილებით, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროთ, ასევე, თქვენი დიპლომატიური მისია და საელჩო იერუსალიმში გადაიტანოთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ არგენტინა „ჰამასს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანს.

ნეთანიაჰუმ მილეის „ებრაული სახელმწიფოს დიდ მეგობარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ როგორც არგენტინისთვის, ისე ისრაელისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ირანი წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები