7 თებერვალი სერგო ქობულაძის დაბადების დღეა

7 თებერვალი სერგო ქობულაძის დაბადების დღეა. ეროვნული ბიბლიოთეკა აქვეყნებს მისი ნამუშევრების ილუსტრაციებს.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის შექმნილი საზეიმო ფარდა ყოველთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა მაყურებელზე. ფარდა 1961 წელს სერგო ქობულაძემ მოხატა.
ცნობილი ქართველი გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი და ფერმწერი სერგო ქობულაძე წლების განმავლობაში იყო მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრების, ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი.
დაუვიწყარია მხატვრის მიერ შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები.
ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცულ „ვეფხისტყაოსნების“ კოლექციას ამშვენებს ქართული, რუსული (შალვა ნუცუბიძის მიერ თარგმნილი), სპარსული და ინგლისურენოვანი გამოცემები სერგო ქობულაძის ილუსტრაციებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები