დემონსტრანტები უკრაინის რადაში შეჭრას ცდილობენ
დემონსტრანტები უკრაინის რადაში შეჭრას ცდილობენ, თან „ლუსტრაცია! ლუსტრაცია!“ სკანდირებენ. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ პრესაში გავრცელდა.
ლუსტრაციის კანონის მიღებას 200-მდე დემონსტრანტი ითხოვს. მათ რადას შენობის გარეთ გამართეს მიტინგი, ახლა კი პარლამენტში შეჭრას ცდილობენ.
უკრაინელი ჟურნალისტების თქმით, რადას ცენტრალურ შესასვლელთან სამართალდამცავების რამდენიმე რიგი დგას.