ფრიდონ ინჯია – პრეზიდენტს: ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ, არ მოგწონთ? – გადადექით
“ყველაზე ცუდი ჩემთვის და, ზოგადად, იცით რა არის? უმადურობა. ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ. არ მოგწონთ? გადადექით. დაიწყეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად”, – ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, სადაც მისი ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.
ინჯიას თქმით, ზურაბიშვილის კომპეტენციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ შედის.
„ყველაზე ცუდი ჩემთვის და, ზოგადად, იცით, რა არის? უმადურობა. ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ. არ მოგწონთ? გადადექით. დაიწყეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. რა არის ამაში მიუღებელი? ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე და თქვენ საუბარში გაიჟღერა, რომ კონსტიტუცია, კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვენ განაჩენი გამოგიტანათ. თქვენს კომპეტენციაში არ შედის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, რა გქონდათ თქვენ „ოცნებასთან“ გასაყოფი? რა ვერ გაიყავით? რა იყო გაუგებრობა?”, – მიმართა ინჯიამ სალომე ზურაბიშვილს.