“ერთხელ ვერ ვათქმევინეთ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს” – ირაკლი კობახიძე

„კანდიდატის სტატუსის მიღების დღის ჩათვლით ერთხელ ვერ ვათქმევინეთ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ცხრა პუნქტის შესრულებაზე ჩვენ პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული ვართ ქართველი ხალხის და არა სალომე ზურაბიშვილის წინაშე, რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდა ქართველ ხალხს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებს. ის პირდაპირ ლობირებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.

გახსოვთ მისი განცხადებები, კანდიდატის სტატუსის მიღების დღის ჩათვლით ერთხელ ვერ ვათქმევინეთ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები