„ჩუბჩიკა 90“ – საიუბილეო გამოფენა გაიმართება
10 თებერვალს, 17:00 საათიდან 20:00-მდე, გალერეა „ვერნისაჟში“ თენგიზ მირზაშვილის (ჩუბჩიკა) საიუბილეო გამოფენა – „ჩუბჩიკა 90“ გაიმართება.
ვახუშტი კოტეტიშვილი:
„თენგიზ მირზაშვილს, როგორც მხატვარს, აქვს საოცარი უნარი, დაგიხატოთ სიმყუდროვის სურნელი, ფერით გადმოგცეთ იდუმალი მდუმარება.
მისი მრგვალი ხეები არ შრიალებენ: მთებიც „დგანან და ელიან“. მის პეიზაჟებს თავიანთი სუნთქვა აქვთ, სულ სხვა ატმოსფერო, სხვა სინამდვილე. ისინი არავის ჰგვანან, მხოლოდ თავის თავს. მხოლოდ მირზაშვილის მთებსა აქვთ ასეთი ნაოჭები, ასეთი ნისლი, ასეთი სიგლუვე, მხოლოდ მისი გლეხები დგანან ასე, ანდა მიდიან ყოველთვის ზემოთ, მთაში“.
გამოფენა 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.