გიორგი მარგველაშვილმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს გარი ჯონსონს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში , გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ნატო-ს უელსის სამიტზე მიღწეული შედეგები განიხილეს და იმ არსებით პაკეტზე იმსჯელეს, რომელიც საქართველომ ალიანსისგან მიღო.
საქართველოს პრეზიდენტმა გენერალ გარი ჯონსონთან დიდი ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორულ ურთიერთობებზეც ისაუბრა. მხარეებმა რეგიონში შექმნილ ვითარებაზეც გაამახვილეს ყურადღება.