ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მანამდე ბლინკენი საუდის არაბეთს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა პრინც მუჰამედ ბინ სალმანისთან და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფაისალ ბინ ფარჰანმთან.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიმდინარე კვირაში ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ეწვევა.
გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატიური მისიის დიდი ნაწილი „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას დაეთმობა.