გიორგი თავდგირიძე: პუტინი ვერაფერს გეგმავს, მხოლოდ რეაგირებს
უკრაინული გამოცემა “ფეისნიუსის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით: „პუტინმა აიღო ყირიმი, ჩინეთი აიღებს პუტინს“ სამხედრო საკითხებში ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება.
„კარგი სტატიაა სიტუაციის მეტნაკლებად შესაფასებლად. თუმცა, სტრატეგიული შეცდომა რომ დაუშვა, სტრატეგია უნდა გქონდეს. უკრაინასთან მიმართებაში პუტინი არა სტრატეგიული გეგმის მიხედვით მოქმედებდა, არამედ შექმნილ რეალობაზე (მაიდანი-იანუკოვიჩის ჩამოგდება) საპასუხო გონივრული გეგმა ვერ შეიმუშავა, ნაჩქარევად და მოუფიქრებლად იმოქმედა, შესაბამისად, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. ახლაც პუტინი ვერაფერს გეგმავს, მხოლოდ რეაგირებს (დიდ თამაშებში იგებს ის, ვინც მოქმედებს და არა ის, ვინც მხოლოდ ამ მოქმედებებზე რეაგირებს), მუდმივად ცაიტნოტშია და გამოსავალი არა აქვს. პირადად პუტინმა უკვე წააგო, ახლა მთავარია მისი პირადი ტრაგედია რუსეთის ტრაგედიად არ იქცეს (ამ შემთხვევაში რუსეთი შეიძლება დიდ იუგოსლავიად შემოგვიბრუნდეს)“,- წერს გიორგი თავდგირიძე.