მედია: ზალუჟნისთან ერთად, უკრაინის გენშტაბის უფროსის შეცვლაც იგეგმება
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისთან ერთად, თანამდებობიდან გენერალური შტაბის უფროსი – სერგეი შაპტალაც იქნება გათავისუფლებული.
ამის შესახებ Ukrayinska Pravda უკრაინის სამთავრობო წრეებში წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ზალუჟნისა და შაპტალას გადაყენება უკვე გადაწყვეტილი საკითხია, თუმცა ცვლილებები, შესაძლოა, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლოს, განიხილება სხვა ცვლილებებიც.
Ukrayinska Pravda-ს ცნობით, გადაყენებები შესაძლოა, უკვე მიმდინარე კვირაში მოხდეს.