ვულკანი “მაიონი” გააქტიურდა
ფილიპინებზე ვულკანი “მაიონი” გააქტიურდა. ამ დროისთვის კრატერიდან კვამლი ამოდის. ასევე, დაფიქსირდა რამდენიმე მიწისქვეშა ბიძგი.
ამოფრქვევის საფრთხის გამო, ვულკანის ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოსახელობის ევაკუაცია მიმდინარეობს. საკუთარი სახლი უკვე 12 ათასმა ადამიანმა დატოვა.
ყველა მათგანი დროებით საცხოვრებელშია გადაყვანილი. უკანასკნელი 500 წლის განმავლობაში ვულკან “მაიონის” 50-ჯერ ამოიფრქვევა მოხდა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მან ქალაქი კაგსავა გაანადგურა. ამოფრქვევის გამო მაშინ 1200 ადამიანი დაიღუპა.