ლოს-ანჯელესში “გრემის” დაჯილდოების 66-ე ცერემონია გაიმართა.
”წლის საუკეთესო ალბომი” ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტის Midnights გახდა. ტეილორ სვიფტი პირველი შემსრულებელი გახდა, რომელმაც პრიზი უკვე მეოთხედ მიიღო.
სვიფტს, ასევე, გადაეცა ჯილდო “საუკეთესო პოპ-ვოკალური ალბომისთვის”.
“წლის სიმღერის” კატეგორიაში გაიმარჯვა ბილი ეილიშის სიმღერამ – What Was I Made For? ფილმისთვის “ბარბი”.
“წლის ჩანაწერის” კატეგორიაში მაილი საირუსი დაჯილდოვდა სიმღერით Flowers. ეს სიმღერა გასულ წელს Billboard-ის მუსიკალურ ჩარტში რვა კვირის განმავლობაში იკავებდა პირველ ადგილს.
“საუკეთესო ახალი შემსრულებელი” ვიქტორია მონე გახდა.