ალექსი პეტრიაშვილმა 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების თემაზე გამართული კონფერენცია გახსნა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა კონფერენცია „2014 წლის ადგილობრივი არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომავალი ნაბიჯები” გახსნა. კონფერენცია ევროპის საბჭოს და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის მიერ (IFES), შვეიცარიის კონფედერაცისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით (USAID) სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში” იმართება.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსხურის ცნობით, ღონისძიების მიზანია 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს მიღებული გამოცდილების განხილვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის კუთხით და მსჯელობა საქართველოში საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ: საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო საზოგადოების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
„ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევაფასებთ განვლილ არჩევნებს, ვისაუბრებთ ღიად იმ მიღწევებზე, შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე, რომელიც მიმართულია საარჩევნო სისტემის, საარჩევნი რეგუკლაციების მოწესრიგების, კიდევ უფრო მეტად დახვეწის და გაუმჯობესების მიმართულებით”,- განაცხადა კონფერენციის დაწყებამდე ალექსი პეტრიაშვილმა.
უშუალოდ გახსნაზე, მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას, საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებულ სამ არჩევნებზე: საპარლამენტო, საპრეზიდენტო და თვითმმართველობის ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამივე არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებისა და დამკვირვებლების მიერ შეფასდა როგორც წარმატებული და სამაგალითო, რაც ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისა და გაძლიერების გამოხატულებაა. კონფერენციაზე მსჯელობა ოთხი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები – ხელისუფლების ხედვა, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების გარემო, სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებები და მომავალი არჩევნები – გამოწვევები და შესაძლებლობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები