„ვისურვებდი რომ პრეზიდენტი თავის ფუნქციებში გაერკვეს“
„ვისურვებდი რომ ყველამ პრეზიდენტმაც და სხვა ადამიანმაც, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს იგი თავის ფუნქციები კარგად გაიაზროს“- აღნიშნული განცხადება „კვირას“ პრესკლუბში დღეს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.
დღესვე აბაშიძე პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა არ იგეგმება.
„არ მგონია, პრეზიდენტი თავისი „პოსტის“ დატოვებას აპირებდეს და არც მგონია რომ ეს სწორი იყოს, მე ამ გადაწყვეტილებას არ გავიზიარებ. არც პარლამენტი აპირებს იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას. იმპიჩმენტის საკითხი გარკვეულ კანონდარღვევებზე და სისხლის სამართლის დანაშაულებზე ხდება“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ