აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულები – აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს. მათ გირაოს სახით 3000-3000 ლარის გადახდა შეეფარდათ.
ისინი კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს, აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.