ზურა აბაშიძე: შს სამინისტროდან მოსასმენი აპარატურა გატანილია

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსასმენი აპარატურა გატანილია და ის დღეს ვიღაცის ხელშია”,- აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე – სპიკერმა ზურაბ აბაშიძემ დღეს „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლება არათუ ტოტალურ მოსმენებს ახორციელებდა, არამედ –  განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ლიკვიდაციასაც ახდენდა.
„გასულ წლებში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, გვახსოვს, რა მიმართულებით მუშაობდა შსს ორგანოები. ხდებოდა ყველა მოქალაქის, განსაკუთრებით კი მათი მოსმენა, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნდა. მათ არა მარტო უსმენდნენ, არამედ დევნიდნენ კიდეც. დევნა ხშირად მძიმე, შეურაცხმყოფელი მოქმედებებით, ასევე ფიზიკური განადგურებით გამოიხატებოდა. დღეს მოსასმენი აპარატურა გატანილია და  ვიღაცის ხელში არსებობს. ამაზე საუბრობს შსს, ამაზე საუბრობდა პრემიერ – მინისტრიც შს მინისტრობის დროს. ეს ყველაფერი დროულად უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანებს პასუხი გაეცეთ“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები