ზურაბ აბაშიძე „ნაციონალებს“ რჩევას აძლევს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე „ნაციონალებს“ რჩევას აძლევს. როგორც აბაშიძემ დღეს „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყოფილი სახელისუფლებო გუნდი მიხეილ სააკაშვლს უნდა გაემიჯნოს. „მე არ გამოვდგები „ნაციონალების“ მრჩევლად, მაგრამ, მაინც ვეტყვი, რომ მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, უმჯობესია, ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირება მოახდინონ, რადგან ამ ადამიანს დესტრუქციის და მავნებლობის მეტი არაფერი შეუძლია“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძე ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციის საკითხაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში არჩევნების გზით დაბრუნების შანსი ნულის ტოლია, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ ისინი შესაძლო გადატრიალებაზე ფიქრობდნენ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც პოლიტიკურ ძალას, აქვს ხლისუფლებაში ყოფნის გარკვეული ნოსტალგია. მათ კარგად ესმით, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვეღარ მობრუნდებიან. მათ არა აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. ისინი ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში იმ ფორმით, რა ფორმითაც იყვნენ. ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა და ამის გამო ამჯერად ისინი გარკვეულ დესტაბილიზაციაზე ფიქრობენ. საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ამ პარტიის ლიდერებს, რომელთა ნაწილი დღეს მიმალვაშია, ნაწილი კი საპატიმროებშია, კრიმინალური მიდრეკილებები აქვთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები