მთაწმინდის ტელეანძაზე ხანძარი გაჩნდა

  რამდენიმე წუთის წინ მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის გამო ტელემაუწყებლობას პრობლემები შეექმნა. დაზიანებულია ოპტიკური კაბელები, რის გამოც თბილისის მასშტაბით დროებით გათიშულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი. ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და მაუწყებლობა, სავარაუდოდ, ერთ საათში აღდგება. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები