კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე წარმატებული პრემიერი იქნება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის დარწმუნებულია რომ ირაკლი კობახიძე წარმატებული პრემიერმინისტრი იქნება.
კალაძემ წარმატებები უსურვა პარტიის ახალარჩეულ თავმჯდომარეს – ირაკლი ღარიბაშვილსაც.
“დღეს უკვე ყველაფერი ოფიციალურად დადასტურებულია – ირაკლი ღარიბაშვილი არჩეულ იქნა პარტიის თავმჯდომარედ. მინდა წარმატებები ვუსურვო მას. ირაკლი კობახიძე წარდგენილია მთავრობის მეთაურად პრემიერმინისტრის რანგში. მინდა წარმატებები ვუსურვო მის გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველოდება. ის სირთულეები, საფრთხეები და გამოწვევები, რაც იყო არსად არ წასულა და დღესაც არსებობს. ერთიანი ძალით უნდა შევძლოთ მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ირაკლის უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობაში სტრუქტურულ გაძლიერებაში და დარწმუნებული ვარ, როგორც პრემიერმინისტრი იქნება წარმატებული“, – აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, დღეს, “ქართული ოცნების” ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი ირაკლი კობახიძე დასახელდა.