კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი არჩევნებში გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„პარტია ყველანაირად გამართულია, სტრუქტურები ძალიან ძლიერი აქვს. სრული მზაობაა პარტიის მხრიდან, მხარდამჭერების მხრიდან, რომ მოვემზადოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც დაწყებული გვაქვს. ახლა კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ მიმართულებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარტიამ არჩევნებში წარმატებას და გამარჯვებას მიაღწიოს, პირველ რიგში ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები