თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი გახდება

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის კაბინეტში ცვლილება მხოლოდ ერთ სამინისტროს შეეხება.

კერძოდ, მისი თქმით, თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს – ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს.

“პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე, თავად თავდაცვის მინისტრს სურდა სხვა პოზიციაზე გადასვლა, დანარჩენი მინისტრები არ შეიცვლებიან”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები