ბექა დავითულიანი – საკადრო ცვლილებებზე: ადგილის გაცვლა არ ნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაქვეითდა
მმართველი გუნდის წევრი ბექა დავითულიანი მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.
“ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილზე დაბალი პოლიტიკური თანამდებობა და წონა ჰქონდა რაღაც თვალსაზრისით? არა ხომ? შესაბამისად ეს როტაცია და ადგილის გაცვლა არ ნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაქვეითდა.
გადავლაგდით წინასაარჩევნოდ და ამას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ რაღაც მიზეზები, საარჩევნო პროცესიდან გამომდინარე“, – განაცხადა დავითულიანმა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა. არსებული ინფორმაციით, თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს.