გია ვოლსკი: ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია, ყოველგვარი შინაარსის მიუხედავად
ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია, ყოველგვარი შინაარსის მიუხედავად, იქნება თუ არა მთავრობა წარმატებული ან ექნება თუ არა ისეთი პროგრამა, რაც, თუნდაც, მათ გემოვნებას თუ ინტერესებს შეესაბამება,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის შეფასებით, წარმოუდგენელია, რომ ოპოზიციამ ნდობა გამოუცხადოს ხელისუფლებას, რადგან ისინი “საბოტაჟის მძევლები” არიან.
მანვე განმარტა, რომ “ქართული ოცნების” გუნდში შიდა გადანაცვლებები არაფერ ცუდს არ წარმოადგენს და პირიქით, დადებითად უნდა იყოს შეფასებული.
“პოპულარული შეკითხვაა – ვინ მიდის, რა ცვლილებები იქნება და ეს სავსებით გასაგებია. ამის თაობაზე, გააკეთებს შესაბამის განცხადებას ახალი პრემიერი და თანაც, საკითხების განხილვა არ დასრულებულა. ასე რომ, დაველოდოთ.
ამ გუნდში შიდა გადანაცვლებები არაფერ ცუდს არ წარმოადგენს – პირიქით, დადებითად უნდა იყოს შეფასებული. წარმოუდგენელია, რომ ოპოზიციამ ნდობა გამოუცხადოს ხელისუფლებას და არამარტო რადიკალურ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი. ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია, ყოველგვარი შინაარსის მიუხედავად, იქნება თუ არა მთავრობა წარმატებული ან ექნება თუ არა ისეთი პროგრამა, რაც, თუნდაც, მათ გემოვნებას თუ ინტერესებს შეესაბამება. საბოტაჟის რეჟიმი არის ის ვითარება, რომლის მძევლებიც არიან ყველანი,” – აღნიშნავს გია ვოლსკი.