ანა ბუჩუკური: ოპოზიციის ძირითადი ნაწილისგან განსხვავებით, ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ჩვენს საპარლამენტო ბერკეტებს

პარტია “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მისი პარტია სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით საპარლამენტო ბერკეტების გამოყონებით ოპონირებს.

ამის შესახებ მან კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პარლამენტში პრემიერობის კანდიდატის არჩევის პროცესში, პასუხად განაცხადა.

ბუჩუკურის თქმით, თუ როგორ გამოიყენებს ამ ბერკეტებს, საზოგადოება საპარლამენტო სხდომაზე იხილავს.

“ოპოზიციის ძირითადი ნაწილისგან განსხვავებით, ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ხოლმე ჩვენს საპარლამენტო ბერკეტებს. ტაქტიკა როგორი იქნება – კითხვები, გამოსვლა თუ ა.შ. ამას, ბუნებრივია, სხდომაზე იხილავთ. ვიმეორებ, ჩვენ ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებთ,” – აცხადებს ანა ბუჩუკური.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში საქართველოს ახალი პრემიერის დამტკიცების პროცუდურა მომდევნო კვირაშია დაგეგმილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა. მანვე აღნიშნა, რომ საქმიანობას “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტზე განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები