ირაკლი ზარქუა: ერთადერთი კანდიდატურა არის პრემიერობის პოზიციაზე წარმოდგენილი და მთელი გუნდის მხარდაჭერით ავირჩევთ ბატონ ირაკლი კობახიძეს

“ერთადერთი კანდიდატურა არის პრემიერობის პოზიციაზე წარმოდგენილი და მთელი მხარდაჭერით, მთელი გუნდით ბუნებრივია ავირჩევთ ბატონ ირაკლი კობახიძეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხი შემდეგ პლენარულ სხდომაზე გავა და მას უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

„ერთადერთი კანდიდატურა არის პრემიერობის პოზიციაზე წარმოდგენილი და მთელი მხარდაჭერით, მთელი გუნდით ბუნებრივია ავირჩევთ ბატონ ირაკლი კობახიძეს. შემდეგ სასესიო კვირაში საკომიტეტო მოსმენები იქნება. შემდეგ პლენარულ სხდომაზე გავა ეს საკითხი, სადაც მხარდაჭერა ექნება უმრავლესობის. დარწმუნებული ვარ, თუ ვინმე გრძნობს ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობას და კარგი უნდა, ალბათ ოპოზიციისგანაც ველოდები მხარდაჭერას“, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები