დღეს „ქართული ოცნება“ ყრილობას გამართავს
დღეს “ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება. მმართველი პარტიის VIII ყრილობა 14:00 საათზე სასტუმრო “პარაგრაფ თბილისში” ჩატარდება.
ყრილობაზე, სავარაუდოდ, პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და დაამტკიცებენ. დასახელდება საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატად განიხილება პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე, რომელსაც პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა, განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს.