იაგო ხვიჩია: ვულოცავ ირაკლი კობახიძეს ამ თანამდებობას და ვუსურვებ წარმატებას – მხარდაჭერა არასერიოზული იქნებოდა, ოპოზიცია ვართ
ვულოცავ ირაკლი კობახიძეს ამ თანამდებობას და ვუსურვებ წარმატებას – მხარდაჭერა არასერიოზული იქნებოდა ჩვენგან, ვინაიდან ოპოზიცია ვართ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.
„ჩვენგან მხარდაჭერა არასერიოზული იქნებოდა, ვინაიდან მთავრობისთვის მხარდაჭერის გამოცხადება ნიშნავს, რომ შენ უმრავლესობის წევრი ხარ და ჩვენ ოპოზიცია ვართ. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ვერ იქნება ჩემთვის მოსაწონი ვერც ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში და ვერც ირაკლი კობახიძის შემთხვევაში. მიუხედავად ადამიანური ურთიერთობებისა, ჩვენ ცივილური ურთიერთობები გვაქვს მასთან, მისთვისაც გასაგებია, რომ მე სხვა გემოვნების ადამიანი ვარ და სხვა რამის მჯერა და მისი ოპოზიციონერი ვიქნები ისევე, როგორც ვიყავი ღარიბაშვილის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.