შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილისგან ველი, რომ აღიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დადებს პირობას ქართველი ხალხის წინაშე, რომ აღარ დაარღვევს კონსტიტუციას

სალომე ზურაბიშვილისგან ველი, რომ აღიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დადებს პირობას ქართველი ხალხის წინაშე, რომ აღარ დაარღვევს კონსტიტუციას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„6 თებერვალს რეგლამენტით გათვალისწინებულია მისი მიმართვა. მე მაქვს ერთი მოლოდინი, უკვე რამდენჯერმე გავწბილდი ამ მოლოდინში, მაგრამ მე კვლავ ველი სალომე ზურაბიშვილისგან, რომ აღიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ დაარღვია კონსტიტუცია და დადებს პირობას ქართველი ხალხის წინაშე, რომ აღარ დაარღვევს კონსტიტუციას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, სადაც პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენენ. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები