“ხაზარაძე რეალობას აცდენილია, მას ვერც მუსტანგი და ვერც მარშალის საუკუნის წინანდელი გეგმა უშველის, უთქვამს, არა მევახშეობასო, ეს იგივეა, ბინ ლადენს ტერორისტული აქტები დაეგმო” – გურამ მაჭარაშვილი

„მამუკა ხაზარაძე ყველა რეალობას აცდენილია. მას ვერც ამერიკული მუსტანგი და ვერც ჯორჯ მარშალის თითქმის საუკუნისწინანდელი გეგმა უშველის“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„მართალია, ხაზარაძე პოლიტიკოსად ვერ შედგა, მაგრამ უნიკალური ნიჭი აღმოაჩნდა, რომ თავისთან ისეთი ლიდერები შეკრიბოს, რომლებიც სხვადასხვა აზროვნების არიან – სამადაშვილი ევროპას საყვედურობს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი რატომ მისცეს, უსუფაშვილი ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ებრძვის, სხვა წევრები მათემატიკაში ვერ ერკვევიან. „ლელოს“ სწორედ ეს მოცემულობა აქვს და მათი მთავარი პრობლემა თავად ხაზარაძეა, რომელიც ყველა რეალობას აცდენილია. მას ვერც ამერიკული მუსტანგი უშველის და ვერც ჯორჯ მარშალის თითქმის საუკუნისწინანდელი გეგმა.

მას საზოგადოებასთან გულწრფელი აღიარება თუ უშველის, მაგრამ აქაც გულწრფელი არ არის – გამოსულა და უთქვამს, არა მევახშეობასო. ეს იგივეა, ბინ ლადენი გამოსულიყო და დაეგმო ტერორისტული აქტები მთელ მსოფლიოში. ეს ის მოცემულობაა, რის გამოც „ლელოს“ იმის ნახევარიც ვერ ექნება, რაც 2020-ის არჩევნებზე ჰქონდა“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა „პირველ არხს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები