“განსაკუთრებულად სკანდალურია, როდესაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფინანსდება სეპარატისტული რეჟიმისგან იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები” – შალვა პაპუაშვილი

“განსაკუთრებულად სკანდალურია, როდესაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფინანსდება სეპარატისტული რეჟიმისგან იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თინა ხიდაშელზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ იფუთება „ენჯეოს“ ფორმატში ლობისტური საქმიანობა. ეს ორგანიზაცია ბოლო პერიოდში ისეა წარმოჩენილი როგორც ერთ-ერთი, როგორც მათ უყვართ ხოლმე თქმა – გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, სინამდვილეში ვხედავთ, რომ ეს არის „ენჯეოს“ ფუტლარში ჩადებული ლობისტური კომპანია.

პირდაპირ იღებს ფულს სეპარატისტული მთავრობისგან იმისთვის, რომ დააზიანოს ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობები. ასევე, იცით, რომ ტაივანის ინტერესია აღიარება და ამას ცდილობს ისევე როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ცდილობენ და ეს ინტერესიც არის ჩადებული დაფინანსებაში.

განსაკუთრებულად სკანდალურია, როდესაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფინანსდება სეპარატისტული რეჟიმისგან იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები. საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობები და ამის დაზიანებას ცდილობს ეს ლობისტური კომპანია, რომელიც „ენჯეოს“ ფორმაშია შენიღბული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები