კახა კალაძე: როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე ხვალიდან მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი.

„ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ 1-ელი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე სამუშაოები საგზაო ნაწილში იქნებოდა დასრულებული და მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა შესაძლებელი. ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება. პარალელურად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და ხვალიდან, 1-ელი თებერვლიდან როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები