მიხეილ სარჯველაძე: როგორც ჩანს, „ლელო“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში მათ მოსვლამდე საქართველოში ქვა ქვაზეც არ უნდა დარჩეს
მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე “ლელოს” ხედვას – “9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ” გამოეხმაურა, რომელიც პარტიამ გუშინ წარადგინა.
“როგორც ჩანს, “ლელო” მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში მათ მოსვლამდე საქართველოში ქვა ქვაზეც არ უნდა დარჩეს, არაფერი არ უნდა შესრულდეს და ვიაროთ უკუსვლით. ასეთი დამოკიდებულებით ისინი შორს ვერ წავლენ და ეს ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც სერიოზულად განსახილველი აღარც არის ასეთი დამოკიდებულების მქონე პარტიები, მათ შორის, უპირველესად – “ლელო”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, “9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ“ – “ლელომ” პარლამენტში ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა. პარტიის ინფორმაციით, “ლელოს“ მომზადებული აქვს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, კანონპროექტები და კონკრეტული რეფორმები, როგორ უნდა განხორციელდეს ევროკავშირის 9 რეკომენდაცია.