მურმან დუმბაძე მუქარის ზარებზე საუბრობს და გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვს

დეპუტატი მურმან დუმბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ – ამის შესახებ კოალიცია “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, მურმან დუმბაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დუმბაძემ განმარტა, პრეზიდენტი ხელისუფლებისაგან არის თამაშგარეშე მდგომარეობაში, თუმცა, ის კანონით ქვეყნის პირველი პირია. მისივე თქმით, ხელისუფლება მის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებას ეწევა.
მისივე თქმით, მის პირად მობილურ ტელეფონზე მუქარსშემცველი ზარები ხორციელდება. დუმბაძემ იმედი გამოთქვა, რომ მომხდარით სამართალდამცავები დაინტერესდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩათვლის, რომ აღნიშნული ხელისუფლების ორგანიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები