,,Societe Generale“: შოტლანდიის დამოუკიდებლობა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლას გამოიწვევს
მსოფლიო ეკონომიკის მკვლევარის მიკალ მარკუსენის განმარტებით, თუ 18 სექტემბრის რეფერენდუმზე შოტლანდიის მოსახლეობამ გადაწყვიტა სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღიარება, ამან შეიძლება სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიაში, რომლის უპირობო ლიდერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონია. შოტლანდიის დამოუკიდებლობამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი ბრიტანეთის გამოყოფა ევროკავშირიდან. ასეთ პროგნოზს აკეთებს ფრანგული ბანკი ,,Societe Generale“. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში 15 სექტემბერს გაჩნდა.