ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის

“დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული ერთი წლის განმავლობაში, გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერებისა და დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით.

„განსაკუთრებით ეს ეხება ორგანიზებულ და კორუფციულ დანაშაულთან და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის. ამის უმთავრესი დასტური პოლიციის მაღალი რეპუტაცია და პოლიციის მიმართ ქართველი ხალხის გამორჩეული ნდობაა.

მადლობას ვუხდი თქვენს ოჯახებს, რომლებიც ამ ურთულეს გზაზე თქვენი მთავარი დასაყრდენი არიან და თქვენთან ერთად იზიარებენ ამ დიდ პასუხისმგებლობას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები