მიხეილ სარჯველაძე: ყველა ძალიან კარგად ხვდება, თუ რა უარყოფითი შინაარსის მატარებელია „ნაცმოძრაობასთან“ აფელირება

ყველა ყოფილი „ნაციონალი“, გარდა უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილი პირებისა, შეეცდება ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს მათ საერთო არაფერი ჰქონიათ „ნაცმოძრაობასთან“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფელირება უარყოფითი შინაარსის მატარებელია და ამას ყველა
კარგად ხვდება.

„რა თქმა უნდა, ყველა ძალიან კარგად ხვდება, თუ რა უარყოფითი შინაარსის მატარებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფელირება და შესაბამისად იმ ხელისუფლებაში მოღვაწეობა, რომელმაც კოშმარი დაატრიალა ამ ქვეყანაში 2003-2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. საზოგადოებას მოვუწოდებდი, რომ ფხიზლად იყონ ასეთ ოინებთან მიმართებით და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, მათი შეხედულებაც იქნება ასეთი, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ექნება შეწყნარება და მიმტევებლობა იმ მავნებლობას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თანამშრომლობას განიხილავს ყველასთან, მათ შორის მელიასთანაც, ჯაფარიძესთანაც და ხოშტარიასთანაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები