ოთარ დანელია – პრეზიდენტის სასახლეში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება გაკეთდეს

მე ზოგადად ვფიქრობ, რომ შენობაში, რომელშიც დღეს პრეზიდენტია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება გაკეთდეს, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გააკეთა.
“მე მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთი ვერსია, რომელზეც მიჭირს რაიმე კონკრეტული შეფასების გაკეთება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინე ამ ბოლო დროის განმავლობაში და ალბათ დამოკიდებული იქნება რეალურად იმაზე, თუ რა მოხდება. მე, ზოგადად, ვფიქრობ, რომ ის შენობა, რომელშიც დღეს პრეზიდენტია, ალბათ, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანისთვის შეიძლება გაკეთდეს”, – განაცხადა ოთარ დანელიამ უსუფაშვილის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, მარგველაშვილი ათონელზე მშენებარე სასახლეში რემონტი დასრულდების შემდეგ გადავა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “მაესტროს ცხრიანში” გიორგი მარგველაშვილთან 2-3 თვის წინ გამართული შეხვედრა გაიხსენა.
“როდესაც მარგველაშვილთან ამ თემაზე ბოლო საუბარი მქონდა, მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ეს იყო 2-3 თვის წინ ალბათ, მან მითხრა, როდესაც იქნება მზად ათონელზე ის შენობა, გადავალ იქ და საერთოდ იქნება სახელმწიფო შენობების საკითხი ჩავაბაროთ იმას, ვისაც ეკუთვნის”, – განაცხადა უსუფაშვილმა. ამასთან, 21 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილი ჩაბარდა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში სამუშაოდ გადასვლას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები