რუსებმა ავდიივკა დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაზე საარტილერიო თავდასხმა განახორციელეს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონული პროკურატურის სპიკერზე, ანასტასია მედვედევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, რუსეთის ჯარებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს ავდიივკას, სავარაუდოდ არტილერიით. 59 წლის ქალი, კერძო სახლის ტერიტორიაზე დაიჭრა“, – განაცხადა მედვედევამ.

მისივე თქმით, ქალი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები