იოავ გალანტი: ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ განლაგებული ჯარები მოქმედებას ძალიან მალე დაიწყებენ
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ მათი თანამებრძოლები ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ მოქმედებას მალე დაიწყებენ.
მისი თქმით, სანამ ისინი „ჰამასს“ ზოლში ებრძვიან, სხვები ლიბანის საზღვარზე განლაგდებიან.
„ისინი ძალიან მალე დაიწყებენ მოქმედებას. ასე რომ, ძალები ჩრდილოეთში გაძლიერებულია“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მანვე დასძინა, რომ ეტაპობრივად გათავისუფლდებიან რეზერვისტები, რათა მომავალი ოპერაციებისთვის მოემზადონ.